ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ორმაგი აგენტის მოწამლვას კანონმდებლები რუსეთს უკავშირებენ


უსაფრთხოების კამერის მიერ დაფიქსირებული საეჭვო წყვილი, 4 მარტი, 2018

დიდი ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების კომიტეტს, რომელიც “კობრას” სახელითაა ცნობილი, დღეს პოლიციამ ახალი ინფორმაცია მიაწოდა ყოფილი ორმაგი აგენტის, სავარაუდო, მოწამლვასთან დაკავშირებით, რომლის მოკვლის პირობაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დადო.

სერგეი სკრიპალის და მისი 33 წლის ქალიშვილის მოწამლვა გაერთიანებული სამეფოს წყნარ ქალაქ სალსბერიში, სავარაუდოდ, ბრიტანეთისთვის სრულ მასშტაბიან დიპლომატიურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კრიზისს გამოიწვევს.

ბრიტანელი კანონმდებლები მთავრობას სთხოვენ დაიწყოს იმ 10-ზე მეტი საეჭვო სიკვდილის გამოძიება, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკანსკნელ პერიოდში მოხდა. ეს საქმეები, დიდი ალბათობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს უკავშირდება.

66 წლის სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ამ წუთებში საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში არიან და ორივე სიცოცხლისთვის იბრძვის. ისინი სავაჭრო ცენტრში სკამზე უგონო მდრომარეობაში იპოვეს. შიდა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ანალიზის შემდეგ, ბრიტანეთის პოლიცია საეჭვო ქალს და მამაკაცს ეძებს.

ტოქსიკოლოგიის ანალიზის თანახმად, მამა-შვილი ერთი და იგივე ნივთიერებით არის მოწამლული, რამაც მათი “კატასტროფული” მოწამლვა გამოიწვია. თუმცა, ნივთიერების სახეობა ამ დრომდე უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG