ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერს კომუნისტების ჯაშუშობაში სდებენ ბრალს


ჯერემი კორბინი

ყოფილი ჩეხი ჯაშუში, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 80-იან წლებში გააძევა ამბობს, რომ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერი, ჯერემი კორპინი მისი საიდუმლო წყარო იყო. მისი თქმით, კორბინი ერთ-ერთი იყო „შრომის პარტიის“ იმ 15 კანონმდებელს შორის, რომლებსაც ის სისტემატურად ხვდებოდა, როდესაც ლონდონში იყო მივლინებული.

იმავე ჯაშუშის თქმით, კორბინი დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი იყო და არა დიპლომატი. ეს უკანასკნელი კი მისთვის მხოლოდ რეალური საქმიანობის შეფარვის გზა იყო.

ბრალდებები უკვე უარყვეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც ჩეხი ჯაშუშის თქმით, ცივი ომის პერიოდში კომუნისტების ჯაშუშებს ხვდებოდნენ და ამ საქმიანობაში ანაზღაურებასაც იღებდნენ. მათი თქმით, ეს პენსიაზე გასული ჯაშუშის ფანტაზიის ნაყოფი და მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG