ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს


ინციდენტი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დღეს ერთერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში, პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა ადამიანმა სამი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა.

ინციდენტი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დღეს ერთ-ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა.

ბრიტანელების განცხადებით, ჯარისკაცები ავღანეთის პოლიციის საკონსულტაციო ჯგუფის წევრები იყვნენ და ადგილობრივ უხუცესებს ხვდებოდნენ. საგუშაგოდან გასვლის შემდეგ, ავღანელი პოლიციელის ფორმიანმა ადამიანმა მათ ცეცხლი გაუხსნა. ბრიტანელი ჯარისკაცები ადგილზე გარდაიცვალნენ.

ნატოს განცხადებით, დაწყებულია გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო თავდამსხმელი.
XS
SM
MD
LG