ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ბიზნეს ლიდერები ცდილობენ ევროპის ერთიან ბაზართან წვდომა შეინარჩუნონ


ბრიტანეთის ბიზნეს ლიდერები ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ახმოვანებენ. გასულ კვირას, კონსერვატორთა და პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის პოლიტიკურ წარუმატებლობას ბიზნესის მხრიდან ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობის შენარჩუნების მოთხოვნა მოჰყვა. ისინი ტერეზა მეისგან ითხოვენ 3 მილიონი ევროპელისთვის ცხოვრების უფლების მინიჭებას, რომლებიც ეგრეთწოდებული, ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთში მუშაობის უფლების გარეშე აღმოჩნდებიან. ამასთან, ისინი ცდილობენ ევროპის ერთიან ბაზართან უტარიფო წვდომა შეინარჩუნონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG