ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მკერდის კიბო და გარემო“


„მკერდის კიბო და გარემო“

ახალი ანგარიში, სახელწოდებით - „მკერდის კიბო და გარემო“ დაავადების რისკ-ფაქტორების ძირეულ ანალიზს გვთავაზობს.

ანგარიშის ავტორები, აღნიშნავენ რომ გარემო ფაქტორები, უფრო დიდ ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე ვიდრე ეს თავად ადამიანებს წარმოუდგენიათ. კიბოს რისკის გაზრდა მხოლოდ ჰაერის ან წყლის დაბინძურებით არ განისაზღვრება; დაავადების საფრთხეს უფრო სიღრმისეული საფუძველი აქვს:

„გარემო მნიშვნელოვნ როლს ასრულებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. არაჯანსაღი საკვები, ჭარბი წონა, სიგარეტი, რადიაცია - ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომელიც მკერდის კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს,-“ ამბობს დოქტორი ქესი ჰელზელსორი.

დოქოტორი ჰელზელსორი აღნიშნული ანგარიშის ერთ-ერთი თანავატორია. ანგარიში, რომელიც ვაშინგტონში არსებული სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიერაა გამოცემული, ადამიანის სიმსუქნეს მკერდის კიბოს უშუალო გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს. იმისათვის რომ ქალებში დაავდების რისკი შემცირდეს, სპეციალისტები ახალ გამოგონებაზე მუშაობენ:

„არსებობს გარკვეული მცდელობა მკრედის კიბოს შესამცირებელი საშულებების გამოგონების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი რადიაციის შეზღუდვაა, განსაკუთრებით მოზარდ გოგონებში, როცა მათ მკერდის განვითარების პროცესი ეწყებათ,-“ აღნიშნავს დოქოტორი ჰელზელსორი.

ლორა ანდერკო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერია ვაშინგტონში არსებული ჯორჯთაუნის უნივერისტეტის სამედიცინო ცენტრში. მისი თქმით ანგარიშის სახელწოდებაში გამოყენებული სიტყვა გარემო, ერთგვარ დაბნეულობას იწვევს:

„სიმსუქნისა და ალკოჰოლის დაკავშირება გარემოს რისკ ფაქტორებთან ადამიანს აბნევს და კიბოთი დაავდების მიზეზად ადამიანის პირად პასუხისმგებლობას ასახელებს . ასეთი დამოკიდებულება კი ერთგვარად უიმედო განწყობას ტოვებს კიბოთი დაავადებულ პაციენტებსა და მათ ახლობლებს შორის.“

სწორედ ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს რომ ანგარიში უფრო სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, რომელიც ქალებში, მკერდის კიბოს შემცირების საკითხში, სამთავრობო და საზოგადოებრივ ინიციატივებს ასევე გამოაშკარავებდა.

„მრავალი წელი ვსწავლობდი და ვიკვლევდი კიბოს ეპიდემიოლოგიის საკითხებს და ამიტომ ვამბობ რომ არაჯანსაღი გარემო ფაქტორებისაგან თავის დაცვის ერთადერთ საშუალებას ადამიანების ჯანსაღი კვება წარმოადგენს.“

სხა ექსპერტების მოსაზრებით კი ანგარიშში ქიმიური ნივთიერებების ანალიზი და მისი გამოყენებისათვის დაწესებული მკაცრი სტანდარტები, რომლითაც მკერდის კიბოს რისკის ფაქტორების მნიშვნელოვანი შემცირება ხდებს, გამორჩენილი. ეს კი მდგომარეობას გარკვეულწილად ამძიმებს.

XS
SM
MD
LG