ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში ტრაგედიის მიზეზებს იკვლევენ


ბრაზილიის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, რომლებიც ღამის კლუბში ხანძრის გაჩენასთან არიან დაკავშირებული

ბრაზილიის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, რომლებიც ღამის კლუბში ხანძრის გაჩენასთან არიან დაკავშირებული, რომლის შედეგადაც 231 ადამიანი დაიღუპა.

ოთხი დაკავებულიდან 2 კლუბის მეპატრონე და 2 მუსიკალური ჯგუფის წევრია. ეს ის მუსიკოსები არიან, რომელთა დაუდევრობით, კლუბში ხანძარი გაჩნდა.

ქალაქ სანტა მარიაში მდებარე მუსიკალურ კლუბში ცეცხლი უცებ გავრცელდა და ჩაკეტილი კარის გამო, ადამიანებმა გარეთ გასვლა ვერ შეძლეს. დაღუპულთა უმეტესობა გაიგუდა, დანარჩენები კი ჭყლეტვას ემსხვერპლნენ.

კლუბში კონცერტს ძირითადად უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, კონცერტის მსვლელობის დროს ორმა მუსიკოსმა ანთებული შეუშხუნები ჭერში აისროლა, რაც ხანძრის მიზეზი გახდა.
XS
SM
MD
LG