ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება


ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამხსნელ მატჩში ექსპერტები გამარჯვებას მასპინძელ ქვეყანას უწინასწარმეტყველებენ

დღეს ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იხსნება. მასპინძელი ქვეყანა -ბრაზილია- მონაწილეობას ტურნირის გამხსნელ მატჩში იღებს. ექსპერტები მას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

ქალაქ სან პაულოში გამართული საზეიმო ცერემონიალის შემდეგ ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას ხვდება. მილიონობით ბრაზილიელს იმედი აქვს, რომ მათი ნაკრები მსოფლიო თასს, რომელიც ქვეყანამ ბოლოს 2002 წელს მოიპოვა, წელს მეექვსედ დაესაკუთრება. 32 ქვეყანას შორის მიმდინარე საფეხბურთო პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დანარჩენ პრეტენდენტთა სიაში არგენტინა, ესპანეთი და გერმანიაც არიან.

ბრაზილიის ხელისუფლებამ ჩემპიონატის სამზადისისთვის 11.5 მილიარდი დოლარი დახარჯა. ეს თანხა 12 სტადიონის მშენებლობას, თუ მათ განახლებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდა. ბრაზილიის მოსახლეობა საბიუჯეტო სახსრების განაწილებას უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს. აქტივისტები აქციების გამართვას მსოფლიო ჩემპიონატის დღეებშიც გეგმავენ.
XS
SM
MD
LG