ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქციები ბრაზილიაში


აქციები მთავრობაში გამეფებული კორუფციის და მაღალი გადასახადების წინააღმდეგ არის მიმართული

ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი მომიტინგეებს მასობრივი საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომლებიც მთავრობაში გამეფებული კორუფციის და მაღალი გადასახადების წინააღმდეგ არის მიმართული.
სატელევიზიო მიმართვაში ქალბატონმა რუსეფმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები დემოკრატიის გაძლიერებას უწყობს ხელს, მაგრამ მოძალადეები მკაცრად დაისჯებიან.
ბრაზილიის პრეზიდენტმა მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია საპროტესტო მოძრაობასთან გამკლავების მიზნით, რომელმაც არნახული მასშტაბები მიიღო.
ხუთშაბათს რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოში სულ ცოტა მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
XS
SM
MD
LG