ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი ბრაზილიაში


პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია

ბრაზილიის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია, რათა ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების საკითხი განიხილონ.

გუშინ ბრაზიილის ქალაქებში სულ ცოტა ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა. მათ შორის 300 ათასი ადამიანი გამოვიდა რიო დე ჟანეიროში, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ასევე შეტევა მიიტანეს დედაქალაქ ბრაზილიაში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროზე და შენობას ცეცხლმოდებული საგნები დაუშინეს.

პრეზიდენტმა დილმა როსეფმა იაპონიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ის დღეს საღამოს მინისტრებთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს.
ბრაზილიაში საპროტესტო გამოსვლების სოციალურმა საკითხებმა გამოიწვია. კერძოდ, მოსახლეობის ნაწილი ტრანსპორტის ფასების გაძვირებას, მაღალ გადასახადებს და კორუფციის დიდ მასშტაბებს აპროტესტებს.
XS
SM
MD
LG