ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრა-მემარჯვენე კონგრესმენმა ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა, რაც სამოქალაქო უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დამცველებს შეშფოთების საბაბს აძლევს.
ბოლსონარო სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრია. კვირას გამართულ არჩევნებში მან ხმების 56 პროცენტი მოიპოვა, მის ოპონენტს მუშათა პარტიიდან ფერნანდო ჰადადს კი ამომრჩევლის 44-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
არმიის ყოფილ კაპიტან ბოლსონაროს მისი ხმამაღალი განცხადებებისა და ხისტი ხასიათის გამო მეტსახელად „ტროპიკული ტრამპი“ შეარქვეს. ტრამპის მსგავსად, ისიც აცხადებდა, რომ ეგრეთწოდებული, „აუტსაიდერია,“ თუმცა ბრაზილიის კონგრესში ის 27 წელი მუშაობდა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ „ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა.“ ტრამპმა ასევე დასძინა, რომ სატელეფონო საუბრისას ისინი შეთანხმდნენ, რომ ამერიკასა და ბრაზილიას ახლო ურთიერთობები ექნება „სავაჭრო, სამხედრო [სფეროებში] და ყველაფერ სხვაში.“
Facebook Forum