ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში კაშხალი დაინგრა


ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში კაშხლის დანგრევის მსხვერპლთა რიცხვი კვირას 58-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს რიცხვი უეჭველად გაიზრდება, რადგან შიშობენ, რომ ტონობით ტალახში სულ მცირე 300 ადამიანი დაიმარხა.

სამაშველო სამუშაოები კვირას ცოტა ხნით შეაჩერეს, რადგან ხელისუფლება შიშობდა, რომ ქალაქ ბრუმადინოში მეორე კაშხალიც დაზიანებული იყო. სანამ კაშხლის საიმედოობა დადასტურდებოდა, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ევაკუაციისთვის მზად ყოფილიყვნენ.

ბრაზილიის სამთო კომპანია „ვალეს“ კუთვნილი კაშხალი პარასკევს დაინგრა და სადილის შესვენებაზე მყოფ ასობით მაღაროელისკენ წყალი და ტალახი გაუშვა.

ბრაზილიის სასამართლო ხელისუფლებამ, გლობალურ სამთო გიგანტ „ვალეს“ აქტივების დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი გაყინა. კომპანია სხვადასხვა დარღვევისთვის და გარემოს დაბინძურებისთვის ადრეც არაერთხელ დააჯარიმეს.

XS
SM
MD
LG