ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეიგენი ბრაზილიას 11 000 დოლარს გადაუხდის


ამერიკელი ოლიმპიელი მოცურავე ჯეიმს ფეიგენი ბრაზილიას ქურდობის სკანდალის საქმეზე გარიგებისთვის 11 000 ამერიკულ დოლარს გადაუხდის. სანაცვლოდ ბრაზილია მას ამერიკაში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ეს განცხადება ფეიგენის ადვოკატმა რიოში მთავრობასთან და სამართალდამცველებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

ამერიკაში უკვე დაბრუნდა მსგავსი ბრალდებით დაკავებული კიდევ სამი ოლიმპიელი სპორტსმენი.

ბრაზილიის პოლიცია მოცურავეების ვანდალიზმის ბრალდებით გასამართლებას აპირებდა. ოთხივე სპორტსმენმა აღიარა, რომ შეიარაღებულ ყაჩაღობაზე მიცემული მათი ჩვენებები გამოგონილი იყო.

XS
SM
MD
LG