ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში „შევრონს“ 11-მილიარდიანი ჯარიმა ელის


ბრაზილიის სასამართლომ „შევრონის“ და მისი პარტნიორის, „ტრანსოუშენის“ უმაღლესი თანამდებობის 17 პირს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ნავთობ-გიგანტის ლიდერთა საქმე შარშან მომხდარი ნავთობის დიდი რაოდენობით გაჟონვის გამო ჯერ კიდევ ძიებაშია.

პროკურატურის სპიკერის თქმით ოფიციალური განცხადება მათი ბრალეულობის შესახებ მომავალ კვირას, სამშაბათს ან ოთხშაბათს გამოქვეყნდება. 2011 წლის ნოემბერში რიო დე ჟანეიროს მახლობლად 3 ათასი ბარელი ნავთობის გაჟონვის გამო „შევრონს“ 11-მილიარდიანი ჯარიმა ელის.

ხუთშაბათს იქ მცირე გაჟონვა ისევ განმეორდა, რის გამოც ნავთობკომპანია იძულებული გახდა ქალაქ ფრეიდ ფილდში წარმოება საერთოდ შეეჩერებინა. „შევრონის“ განცხადებით კომპანია სპეციალურ სამეცნიერო-ტექნიკურ გამოძიებას ატარებს, რათა რეგიონის გეოლოგიური თავისებურებები უკეთ გამოიკვლიოს.

XS
SM
MD
LG