ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი გრძელდება


დილმა რუსეფი - ბრაზილიის პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, დღეს ქვეყნის სენატორებს ხვდება. როგორც მომხრეები, ასევე ოპონენტები მას იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში სენატში კითხვებს დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე დაუსვამენ.

68 წლის რუსეფს ბრალი ფისკალური რეგულაციების დარღვევაში და ფედერალური ბიუჯეტის უკანონო ადმინისტრირებაში ედება. ბრაზილიის პირველი ქალი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და პროცესს მოწინააღმდეგეების მიერ მოწყობილ შეთქმულებად აფასებს, რომლის მიზანი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის შეფერხებაა.

XS
SM
MD
LG