ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სულ რამდენიმე დღეში გაყიდვაში გამოვა სახელგანთქმული პიანისტის ბრედ მელდაუს და მისი ტრიოს ახალი კრებული „ოდა“.

2008 წლის კრებულის “village vanguard”ის გამოსვლის შემდეგ ტრიო კვლავ შეიკრიბა ახალი კრებულის ჩასაწერად. „ ოდა“ -ში შესული ყველა კომპოზიცია თავად ბრედ მელდაუს ეკუთვნის და ტრიოს წევრების სტუდიაში ერთობლივი შრომის ნაყოფია. ტრიოს შემადგენლობაში პიანისტ ბრედ მელდაუსთან ერთად მუშაობდნენ ჯეფ ბალარდი, დასარტყამ ინსტრუმენტზე და ლარი გრენადიე ბასზე. ამჟამად კრებულის შესაძენად მხოლოდ ინტერნეტ შეკვეთები კეთდება, მასიურად გაყიდვაში კი რამდენიმე დღეში გამოვა.

ერთ-ერთ ინტერვიუში პიანისტმა და კომპოზიტორმა ბრედ მელადუმ განაცხადა, რომ „კრებული „ოდა“ წარმოადგენს სპეციალურად ტრიოსთვის დაიწერილ კომპოზიციათა ნაკრებს, ამასთან ის რაც ამ მუსიკოსებმა შემოიტანეს თავისი დახვეწილი მანერით მელოდიებთან სრულადაა შერწყმული. თითქმის ყოველი კომპოზიცია გარკვეულ პიროვნებას ეძღვნება, ამიტომ მე მათ ოდები ვუწოდე, აცხადებს მელდაუ. მაგალითად ერთ-ერთი ოდა, აწ გარდაცვლილ საქსაფონისტს მაიქალ ბრეკერს ეძღვნება. კომპოზიცია „ კურტ ვაიბ“-ი კი გიტარისტ კურტ როზენვინკელის საპატივცემულოდაა შემნილი.

ბრედ მელდაუ საცხოვრებლად ნიუ იორკში 1988 წელს გადავიდა და სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო მისი კარიერის აღმასვლა. სწავლის პარალელურად ის უკრავდა სხვადასხვა კლუბებსა თუ წვეულებებზე. შემდეგ საქსაფონისტ ჯოშუა რედმენის კვარტეტში მიიწვიეს. ამან კი ბიძგი მისცა მელდაუს რამდენიმე ხანში საკუთარი ბენდი დაეარსებინა.

კომპოზიცია სახელად “twiggy” - სახალისო, სიხარულის მომგვრელია, რომელიც მელდაუმ საკუთარ მეუღლეს ჯაზ მომღერალ ფლორინს მიუძღვნა-“twiggy” კი მას მეტსახელად გამოჩენილმა მუსიკოსმა ქრისტიან მაკბრაიტმა შეარქვა მისი ხალისისანი ხასიათის გამო.

ახალ კრებულში შესულ კომპოზიციათა ნაწილი გარკვეულ პიროვნებების ან ოჯახის წევრების საპატივცემულოდ შეიქმნა, ზოგიერთი მათგანი კი კინო ან ბავშვობისდროინდელი მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს ეძღვნება. ასეთია მაგალითად კომპოზიცია ‘ აქუამენი“ .

კრებულის რეკლამირების მიზნით ბრედ მელდაუ ტრიოსთან ერთად შეერთებული შტატების მასშტაბით გაზაფხულიდან მოგზაურობს.

XS
SM
MD
LG