ნავთობ კომპანია "ბრიტიშ პეტროლიუმის" წარმომადგენლის განცხადებით, ნავთობის გაჟონვის შესაჩერებლად კომპანიის მიერ შემუშავებულმა სტრატეგიამ არ იმუშავა.
როგორც დაგ სატელსი აცხადებს, "ბრითიშ პეტროლიუმი" გააგრძელებს ახალი გზების გამონახვას, რათა გუმბათოვანი კონსტრუქციით დაიხუროს დაზიანებული მილები.
ოპერაცია შაბათს უშედეგოდ დამთავრდა , ვინაიდან კონსტრუქცია ყინულის მსგავსი კრისტაელბით გაივსო. მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები, რათა შეჩერდეს ათასობით ლიტრი ნავთობის ჩაღვრა.
"ბრიტიშ პეტროლიუმი" ცდილობს ახალი ჭაბურღილის მეშვეობით მჟონავი რეზერვუარის შეცვლას,რასაც დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.