ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ბუტროს ბუტროს გალი


ბუტროს ბუტროს გალი რიგით მეექვსე ლიდერი იყო, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1992-დან 1996 წლამდე ხელმძღვანელობდა.

93 წლის ასაკში გარდაიცვალა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს გალი. ის რიგით მეექვსე ლიდერი იყო, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1992-დან 1996 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ვეტერანი ეგვიპტელი დიპლომატის მოღვაწეობა მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა, მათ შორის საბჭოთა კავშირის დანგრევა და ცივი ომის დასასრულიც სახელდება. ბუტროს ბუტროს გალის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მის მშობლიურ ქვეყანას - ეგვიპტეს და ისრაელს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება ითვლება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახლანდელმა გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა აღნიშნა, რომ ბუტროს გალის გაეროს გაძღოლა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე "რთულ და გამოწვევებით სავსე" პერიოდში მოუწია, თუმცა მან შეძლო გაეროს სამშვიდობო მისიები მთელ მსოფლიოში "დრამატულად გაეზარდა".

XS
SM
MD
LG