ბოსტონში მარტინ რიჩარდის სახელობის საბავშო პარკი იხსნება. 8 წლის მარტინი ამერიკის ისტორიაში ტერორისტული თავდასხმების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია, ის 2013 წელს, ბოსტონის მარათონზე მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა.
აფეთქებისას მარტინთან ერთად კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა.
მარტინის პარკი სამხრეთ ბოსტონის შადრევანტან მდებარეობს, როგორც დაღუპულის მამა ამბობს, აქ მოსულ ბავშებს, საშუალება ექნებათ ერთად, ყოველგვარი წინასწარი განწყობების გარეშე, ითამაშონ.
პარკი 2018 წელს ბოსტონის საბავშვო მუზეუმის მახლობლად გაიხსნება.
2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონზე თავდასხმა ჩეჩნური წარმოშობის ძმებმა ჯოხარ და ტამერლან ცარნაევებმა განახორციელეს, თავდასხმის შედეგად, დაახლოებით, 260 ადამიანი დაშავდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ტამერლან ცარნაევი პოლიციასთან შეჯახებისას დაიღუპა, ჯოხარი კი ფედერალურ ციხეში სამუდამო პატიმრობის მოლოდინშია.