გუშინ მექსიკასთან კედლის მშენებლობის შესახებ გამოცხადებული პირველი ტენდერი დასრულდა. 4 აპრილი ბოლო დღე იყო იმ კომპანიებისთვის, რომელთაც კედლის აშნებაში მონაწილეობის მიღება სურთ და ამისთვის ხელისუფლებისთვის თავიანთი წინადადებები უნდა შეეთავაზებინათ.
ტენდერში მონაწილეობა 400-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. თეთრი სახლის განცხადებით, 20 ფინალისტი, დაახლოებით, ორ კვირაში გამოვლინდება. აპრილის შუა რიცხვებში კი ტენდერის მეორე ფაზა უნდა დაიწყოს: კომპანიებმა კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა და პროექტები უნდა წარმოადგინონ. ამის შემდეგ კი, დაახლოებით ივნისში, მათ მცირე ნიმუშის აშენებაც მოეთხოვებათ.
ჯერჯერობით კვლავ უცნობია კონკრეტულად რა სიგრძის იქნება კედლის ახალი ნაწილი. თუმცა სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მისი სიმაღლე 5 დან 9 მეტრამდე უნდა იყოს, მასზე გადაძრომა შეუძლებელი უნდა იყოს, მის გახვრეტას კი სულ მცირე 30 წუთი მაინც უნდა სჭირდებოდეს. ეს საკმარისი დრო იქნება მესაზღვრეებისთვის, რომ პრობლემურ ადგილამდე მიაღწიონ.
დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ისიც, რომ კედელი ამერიკის მხარეს ესთეტიკურად სასიამოვნოდ უნდა გამოიყურებოდეს.
Facebook Forum