ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბონი ჯეიმსის ახალი კრებული "კონტაქტი"


ბონი ჯეიმსის ახალი კრებული "კონტაქტი"
ბონი ჯეიმსის ახალი კრებული "კონტაქტი"

საქსაფონისტმა ბონი ჯეიმსმა ახალი კრებული გამოსცა. მუსიკოსი პირველად დაუბრუნდა ჩამწერ სტუდიას ავტოკატასტროფის შემდეგ. ის იმ ღამეს სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ამჟამად ის სრულად გამოჯამრთელდა და მთლიანი დატვირთვით მუშაობს. ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მისი ჟღერადობა გაუმჯობესდა კიდეც იმ უბედური შემთხვევის მერე. მუსიკოსი ნიუ პორტის ჯაზ ფესტივალიდან სახლში ბრუნდებოდა , როდესაც გაჩერებულ ავტომობილს დიდი სისწრაფით მომავალი უცხო მანქანა შეეჯახა. დარტყმისგან მანქანა აალდა, თუმცა ბონი ჯეიმსის გამოყვანა მაშველებმა სწრაფად მოახერხეს და ახლომდებარე საავადმყოფოში მიიყვანეს. მომხდარიდან ორ თვეში მუსიკოსი სტუდიას დაუბრუნდა, რაც ყველასათვის მოულოდნელი სიურპრიზი გახდა. როგორც ბონი ჯეიმსი თავად ამბობს, მას ბედმა გაუღიმა რომ ინციდენტი მისი კარიერის დასასრული არ გახდა. ხოლო საქსაფონზე ხელახლა დაკვრის შესაძლებლობა ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნებაა მის ცხოვრებაში.

XS
SM
MD
LG