ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში დაბომბვას 44 ადამიანი შეეწირა


სამშაბათს, ლიბიის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე მიგრანტთა დაკავების ცენტრზე მომხდარ თავდასხმას, 40-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. სხვადასხვა წყარო 44-დან 55-მდე დაღუპულს ასახელებს. დაშავებულია 130-ზე მეტი ადამიანი.

თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, თავდასხმა ტრიპოლის აღმოსავლეთით, ღამით, 11:30-ზე, დრონებით განხორციელდა. დაღუპულთა უმეტესი ნაწილი აფრიკის ჩრდილოეთიდან წამოსული მიგრანტები არიან. ისინი ევროპაში ჩასვლას ლიბიიდან ცდილობდნენ. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა ომის დანაშაული იყოს.

ლიბიის მთავრობა ამბოხებულებს ადანაშაულებს, რომლებიც სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი მეთაურია ვინმე ხალიფა ჰაფთარი, რომელიც ლიბიის აღმოსავლეთში განლაგებულ არაფორმალურ სამხედრო ძალებს მეთაურობს. თავად ხალიფა ჰაფთარი ბრალდებას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG