ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძრავის აფეთქების შემდეგ, ამერიკაში ბოინგ 777-ებს დროებით აჩერებენ


ბოინგ

ამერიკული ავიაკომპანია „იუნაითედი“ აჩერებს ბოინგ 777 ტიპის თვითმფრინავების გამოყენებას. მიზეზი ძრავის პრობლემებია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სწავლობენ, მანამდე კი მათ მფლობელობაში მყოფ ბოინტის ამ ტიპის თვითმფრინავს აჩერებენ.

ბოლო ინციდენტი, რომლის შემდეგაც კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, 20 თებერვალს მოხდა. ფრენა კოლორადოში სრულდებოდა, როდესაც ბოინგის მარჯვენა ძრავი მწყობრიდან გამოვიდა და აფეთქდა. ძრავის კონსტრუქცია კი კერძო სახლის ეზოში ჩამოვარდა. იციდენტის მიუხედავად ფრენა წარმატებით დასრულდა. ინციდენტის დროს არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

მომხდარს კომპანიასთან ერთად ამერიკის მარეგულირებელი ორგანოც სწავლობს, პარალელრად კი იაპონოა მსგავსი ტიპის თვითმფრინავების გამოყენებას აჩერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG