ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, ეთიოპიის ავიახაზები მორიგ განცხადებას აკეთებს


ეთიოპიის ავიახაზების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 10 მარტს ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან დაკავშირებით, "ბევრი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება". ტევოლდე გებრემარიამმა დღეს პირობა დადო, რომ გამოძიება "სრულად და გამჭვირვალედ" წარიმართება.

მანამდე კი, ვიდრე ავიაკომპანიას ზუსტი პასუხები არ ექნება, საუბარი "ერთი ადამიანის სიცოცხლის გარისკვაზეც კი ზედმეტია" - აცხადებს ეთიოპიის ავიახაზების ხელმძღვანელი. მას შემდეგ, რაც ამერიკული წარმოების თვითმფრინავზე "ბოინგ 737 მაქს-8“, რომელმაც კატასტროფა ეთიოპიაში განიცადა, 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა, ამ ტიპის თვითმფრინავების ექსპლუატაცია არამარტო ეთიოპიაში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში და საქართველოშიც შეჩერდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG