ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეინერი ოქტომბრის ბოლოს გადადგება


წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კანონით ვიცე პრეზიდენტის შემდეგ მეორე ადამიანია, ვინც საგანგებო ვითარებისას პრეზიდენტის ფუნქციას ასრულებს.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი ჯონ ბეინერი ოქტომბრის ბოლოს გადადგება, ამის შესახებ ინფორმაციას ბეინერის ოფისი ავრცელებს.

ბეინერი კონგრესის წევრი 1990 წლიდან არის, პარტიის მემარჯვენე წევრებთან მას რამდენიმე საკითხზე უთანხმოება ჰქონდა. დღეს ბეინერი პარტიის კონსერვატორ წევრებს შეხვდა და ფედერალური მთავრობის დაფინანსების მოსალოდნელი შეწყვეტის თავიდან აცილების გზები განიხილა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კანონით ვიცე პრეზიდენტის შემდეგ მეორე ადამიანია, ვინც საგანგებო ვითარებისას პრეზიდენტის ფუნქციას ასრულებს.

ბეინერი პარტიის სპიკერად 5 წლის წინ, მის 61-ე დაბადების დღეზე აირჩიეს.

XS
SM
MD
LG