ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლუმბერგმა მოწამლული წერილი მიიღო


ნიუ იორკის მერის ოფისში მისული წერილი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრების პოლიტიკურ კამპანიას უკავშირდება

ქალაქ ნიუ იორკის მერი მომწამლავი ნივთიერების შემცველ წერილთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მაიკლ ბლუმბერგი აცხადებს, რომ მის ოფისში მოსული წერილი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრების პოლიტიკურ კამპანიას უკავშირდება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავს წერილებს აგზავნიან. ვერ გეტყვით, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყოველივე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საშუალოდ 12 ათასი ადამიანი მოკვდება წელს ცეცხლსასროლი იარაღით და 19 ათასი თავს მოიკლავს. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ უარის თქმას გატარებულ პოლიტიკაზე“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნიუ იორკის მერმა.

ბლუმბერგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრების მხარდასაჭერად გამოვიდა და პირადი სახსრებით 12-მილიონიანი სარეკლამო კამპანია დააფინანსა. იდეის გარშემო ჯერ კიდევ 2006 წელს მან ამერიკის დიდი ქალაქების 15 მერი შემოიკრიბა. დღეს ქალაქის მერთა რაოდენობა ბლუმბერგის ჯგუფში 950-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG