ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელის სადგურზე მომხდარი აფეთქებისას მგზავრები არ დაშავებულან


ბელგიის პოლიციის განცხადებით, სამშაბათს ბრიუსელის მატარებლის სადგურზე თავდასხმა 36 წლის მაროკოელმა მამაკაცმა განახორციელა.ტერორისტებთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს მანამდე არ ჰქონიათ.

ფედერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ერიკ ვან დერ სიპტმა ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოდ მისი ინიციალები ო.ზ. დაასახელა. და თქვა რომ მისი სახლი უკვე გაჩხრიკეს.

თავდასხმა ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე მოხდა, სადაც ასაფეთქებლით შეიარაღებული მამაკაცი მგზავრების ჯგუფს მიუახლოვდა, დაიყვირა და მოწყობილობა ნაწილობრივ აამოქმედა, შემდეგ კი ბაქანზე ჩავიდა, სადაც აფეთქებას მეტი ზიანისა და მსხვერპლის გამოწვევა შეეძლო. მას პოლიციამ რამდენჯერმე ესროლა, თავდამსხმელი ადგილზევე დაიღუპა. პოლიციის თქმით, მას სპეციალური ასაფეთქებელი ქამარი არ ჰკეთებია და მოწყობილობა მის ხელჩანთაში იყო.

აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა, „პიკის საათის“ დასრულებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ. სადგურზე მხოლოდ მცირე ხანძარი გაჩნდა და მქოალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.

გასული წლის მარტში ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა თავდასხმებმა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG