ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბროდვეიმ მილიონობით დოლარი დაკარგა, ნიუ-იორკში „ბლექაუთის“ ზარალს ითვლიან


ბროდვეის თეატრებმა 3-5 მილიონი დოლარით იზარალეს. მიზეზი 13 ივლისის „ბლექაუთია“. ბროდვეის ლიგის ყოველკვირეული მონაცემებით ირკვევა, რომ გასული კვირის შემოსავალი $ 30,566,474 იყო. თუმცა, სტატისტიკით, ყოველკვირეული საშუალო შემოსავალი, ჩვეულებრივ, $35 მილიონია. იგივე მონაცემებით ირკვევა, რომ გასულ კვირაში, ბროდვეის წარმოდგენებს 45 000 ადამიანით ნაკლები დაესწრო.

„ბლექაუთმა“ აზარალა ბილეთების გამყიდველი კომპანიებიც. ერთ-ერთი მათგანის, „სთაბჰაბის" (StubHub) მონაცემებით, მათ გაუქმებული წარმოდგენების გამო, მომხმარებლებისთვის $500,000 -ს დაბრუნება მოუწიათ. ეს არ ეხება მხოლოდ ბროდვეის წარმოდგენებს. კომპანიის მონაცემებით, ღინისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა ჩაიშალა, გადაიდო ჯენიფერ ლოპესის კონცერტი, რომელიც "მედისონ სქვეარ გარდენში" (Madison Square Garden) მიმდინარეობდა და ელექტროენერგიის გამორთვის გამო შეწყდა. კონცერტი 21 ივლისს გაიმართება. ამავე დღეს გაიმართება კიდევ ერთი შეწყვეტილი წარმოდგენა - "დეივ ჩაპელის შოუ".

ელექტრო გადამცემ სადგურზე მომხდარი ხანძრის გამო, 13 ივლისს მანჰეტენის ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგია დაახლოებით 73 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა. გამორთული იყო ძირითადი ტურისტული ადგილები, მათ შორის „თაიმს სკვერი“. ქალაქში არ მუშაობდა მეტრო და შუქნიშნები.

ნიუ-იორკი 2019-1977
ნიუ-იორკი 2019-1977

საინტერესოა, რომ მსგავსი მასშტაბური გათიშვა 1977 წელსაც, იგივე თვესა და რიცხვში, 13 ივლისს მოხდა. მაშინ ელექტროენერგია, 25 საათის განმავლობაში, მილიონობით აბონენტს არ მიეწოდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG