ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი დღეს $600-მილიონიან ინვესტიციას გამოაცხადებს


ჯო ბაიდენი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ფილადელფია, აშშ. 17 ივნისი, 2023 წ.
ჯო ბაიდენი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ფილადელფია, აშშ. 17 ივნისი, 2023 წ.

თეთრი სახლის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი 19 ივნისს კალიფორნიის შტატში ჩადის. ჯო ბაიდენი სანაპირო ქალაქ პოლო-ალტოში განცხადებას 600 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე გააკეთებს, რაც ამერიკის მოხახლეობას კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს.

აქედან 575 მილიონი დოლარი ბაიდენის კლიმატის და ინფრასტრუქტურის კანონითაა გათვალისწინებული. ინვესტიციის ეს ნაწილი მოხმარდება ზღვის დონის ზრდასთან ბრძოლას, ქარიშხლებით გამოწვეულ ტალღებთან გამკლავების საქმეს და ა.შ. - ამბობს თეთრი სახლის ოფიციალური პირი, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით.

აღნიშნული თანხიდან დაახლოებით 67 მილიონი დოლარი კონკრეტულად კალიფორნიის შტატისთვისაა განკუთვნილი. შტატს განსაკუთრებით ესაჭიროება ელექტროგაყვანილობების მოდერნიზაცია, რათა ხანძრებით მიყენებული ზარალი მაქსიმალურად შემცირდეს.

კანონპროექტს პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი გასული წლის აგვისტოში მოაწერა. ბიუჯეტიდან $430 მილიარდის ოდენობის გამოყოფით, მისი ეს ნაბიჯი ამერიკის ისტორიაში შევიდა, როგორც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური პაკეტი.

კლიმატის ცვლილების გავლენა ხეხილზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG