ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პირობას დებს


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მრავლისმომცველ ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა. მან მეტოქე სახელმწიფოები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მსგავს დაპირებებს არ იძლევიან. 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი გლაზგოშია შეკრებილი და სამშაბათს მათი მეორე და ბოლო დღეა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მოლაპარაკებებისთვის.

სამშაბათს ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქვეყანა შეუერთდება სხვა ხელმომწერებს იმ მნიშვნელოვან შეთანხმებაში, რომელიც 2030 წლამდე ტყის მასივების შემცირების შეჩერებას და 200 მილიონამდე ჰექტრის ტყისა და სხვა ეკოსისტემების 2030 წლამდე აღდგენას გულისხმობს.

ამასთან, ბაიდენმა ისაუბრა გეგმაზეც, რომელიც ამერიკის მთავრობის სხვადასხვა სექტორის ჩართულობით - ენეგრეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, განსახლებისა და ურბანული განვითარების და შინაგან საქმეთა დეპარტამენტების - მეთანის გამოფრქვევების შემცირებას გულისხმობს. ამ პირობებთან ერთად, ბაიდენმა ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი სამიტს პირადად არ ესწრებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG