ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენს პირველი სატელეფონო ზარები ტრუდოსთან, ჯონსონთან, ობრადორთან ჰქონდა


ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავისი პირველი სატელეფონო ზარები რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან გაანხორციელა. მათ შორის პირველი ჯასტინ ტრუდო, კანადის პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე სატელეფონო კონტაქტი შედგა ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონთან და მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორთან.

ჯასტინ ტრუდომ, პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი და პრეზიდენტ ბაიდენის განსხვავებულ ხედვებს ზოგიერთ საკითხში, არ მისცემს უფლებას რამენაირად დაძაბოს კანადა-ამერიკის ურთიერთობა.

"ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც ღირებულებები და მთავარი ფოკუსი გვაერთიანებს. დიდი სიამოვნებით ველოდები პრეზიდენტ ბაიდენთან მუშაობას", თქვა ტრუდომ.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ბაიდენისა და ტრუდოს სატელეფონო ზარის დროს, ამერიკიდან კანადისთვის კოვიდ 19-ის ვაქცინის მიწოდების საკითხიც განიხილეს.

ბრიტანეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი ამერიკა-ბრიტანეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულება იყო. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა შაბათს, საუბრის დროს, პრეზიდენტ ბაიდენს უთხრა, რომ მას აშშ-ბრიტანეთის ახალი სავაჭრო გარიგების გაფორმება სურს.

ბაიდენმა, კიდევ ერთი სატელეფონო ზარი მექსიკის პრეზიდენტთან განახორციელა. პრეზიდენტ ობრადორის თქმით, ბაიდენი მას დაჰპირდა, რომ ჰონდურასში, ელ სალავადორსა და გვატემალაში, განვითარების დასაფინანსებლად 4 მილიონ დოლარს გაუგზავნის. ეს სწორედ ის ტერიტორიებია, ვისი მოსახლეობის ფინანსური სიდუხჭირეც, მექსიკიდან ამერიკაში იმიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მექსიკის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს მათ, ძირითადად, იმიგრაციის საკითხები განიხილეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG