ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი 2024 წელს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს


ამერიკის მოქმედი, 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს რომ თეთრი სახლისთვის 2024 წლის არჩევნებშიც იბრძოლებს. ბაიდენი განმარტავს, რომ ოფიციალურად საკუთარ კანდიდატურას მალე გამოაცხადებს.

„ჩემი გეგმაა არჩევნებში მონაწილეობა,“ - ამბობს ბაიდენი და განმარტავს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. „[ირლანდიაში] მოგზაურობამ გააძლიერა ჩემი ოპტიმიზმის გრძნობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს,“ - თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ამერიკის მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს 2024 წლის ნოემბერში აირჩევს.

თუ ბაიდენი 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის დროს 86 წლის იქნება. სააგენტო „როიტერი“ ამბობს, რომ ეს ამერიკაში საშუალო ამერიკელი მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ასაკს 9 წლით აღემატება.

უკვე ცნობილია, რომ 2024 წელს პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის იბრძოლებს ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მან ოფიციალური განაცხადი 2022 წლის ბოლოს გააკეთა, მას შემდეგ რაც ამერიკაში შუალედური არჩევნები ჩატარდა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატებს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად 2024 წელს მოუწევთ ბრძოლა სენატში უმრავლესობის შესანარჩუნებლად. ამ დროისათვის სენატს დემოკრატები, წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG