ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მაკრონის ვიზიტის შემდეგ ევროპა ტაივანის მიმართ ერთიან მხარდაჭერაზე საუბრობს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინ განგი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინ განგი

ევროპის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენლებმა პარასკევს ჩინეთს მოუწოდეს არ გამოიყენოს ძალა ტაივანის წინააღმდეგ და მკაცრი პოზიცია დაიკავეს პეკინის მუქარის მიმართ დემოკრატიულად მართულ კუნძულთან დაკავშირებით. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩინეთში ვიზიტით მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარები "სუსტად" იქნა აღქმული.

ტაივანის ირგვლივ ჩინეთმა ბოლო დღეებში ინტენსიური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ჩინეთი ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. ამასთან, პეკინს არასოდეს უთქვამს უარი ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე კუნძულის საკუთარი კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად.

მაკრონის შემდეგ ჩინეთს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. პეკინში ჩინელ კოლეგა ჩინ განგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანზე კონტროლის ძალით დაწესების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება ევროპისთვის და სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„სამხედრო ესკალაცია ტაივანის სრუტეში, რომლის გავლითაც... მსოფლიო ვაჭრობის 50% მოძრაობს ყოველდღიურად, იქნება საშინელებათა სცენარი მთელი მსოფლიოსთვის“, - თქვა ბერბოკმა და დასძინა, რომ ამას ევროპის ინტერესებზე „გარდაუვალი შედეგები“ მოჰყვება.

ბერბოკთან ერთად პეკინში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც იმყოფება.

XS
SM
MD
LG