ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის გეგმა ავღანელი მოკავშირეების ევაკუაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშაა


=
=

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთის საკითხზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ამერიკის მოქალაქეებთან ერთად ავღანელი მოკავშირების ევაკუაციასაც უზრუნველყოფენ. თუმცა, ვაშინგტონში ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ გეგმის განხორციელება არც ისე ადვილი იქნება.

სააგენტო "როიტერს" ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ "ძალიან ბევრი რამ უნდა წავიდეს 100%-ით სწორად" იმისთვის, რომ გეგმა ისე განხორციელდეს, როგოროც საჭიროა. გეგმა კი გულისხმობს სპეციალური საiმიგრაციო ვიზის გაცემას იმ ავღანელებისთვის, ვინც ამერიკელებთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ. პენტაგონი აპირებს 22,000 ადამიანს და მათ ოჯახის წევრებს მისცეს ამ ტიპის ვიზა და ამერიკაში ჩამოიყვანოს.

ოფიციალური პირები და დევნილთა საკითხზე მომუშავე ჯგუფები ამბობენ, რომ ამ გეგმის გახორციელება ძალიან გართულდება იმის ფონზე, რომ თალიბანი სრულად აკონტროლებს ქაბულს, ქვეყნის დედაქალაქს.

დევნილთა უფლებადამცველებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბაიდენის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ ამ ვიზის აპლიკანტი ავღანელების ნაწილს ქვეყნის დატოვება, შეთავაზების მიუხედავად, არ სურდა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ ავღანეთში 6,000 ამერიკელ ჯარისკაცს გააგზავნის, რათა ევაკუაციის გეგმა განახორციელოს. ამ დროისთვის ავღანეთში 4,000 ჯარისკაცია წასული. როდესაც პენტაგონი სრულ მოცულობას, ანუ 6,000 ჯარისკაცს გაუშვებს, გეგმის მიხედვით, მათ დღეში 5,000-დან 9,000-მდე ადამიანი უნდა გადმოიყვანონ ავღანეთიდან.

თუმცა, ჯარისკაცების ყოფნაც არაა ერთადერთი პირობა ავღანელების ევაკუაციისთვის. ამისთვის მათ ჯერ ქაბულამდე უნდა ჩააღწიონ, შემდეგ კი აეროპორტამდე მივიდნენ. ქაბულს და აეროპორტთან მისასვლელ გზებს კი მთლიანად თალიბანი აკონტროლებს და ყველგან საკონტროლო გამშვები პუნქტები აქვთ გახსნილი. საჭირო იქნება, რომ ევაკუაციის დროს მფრინავებს ამინდმა, ჯარისკაცებს კი მეტ-ნაკლებად მშვიდმა სიტუაციამაც შეუწყოს ხელი.

ქაბულის აეროპორტში ახლა სიტუაცია უფრო მეტად კონტროლირებადია, ვიდრე პირველი ორი დღის განმავლობაში, როდესაც თალიბანმა ქაბული აიღო. მაშინ ხალხი სასოწარკვეთილი ცდილობდა ამერიკულ თვითმფირნავზე ასვლას, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG