ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი რომის პაპს შეხვდა


"კარგია უკან დაბრუნება" ამ ფრაზით გახსნა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავისი 5-დღიანი ევროპული ტური პარასკევს. ბაიდენი, რომელიც თავადაც კათოლიკეა, ვატიკანში რომის პაპს შეხვდა და მათი საუბარი დაგეგმილზე დიდხნას გაგრძელდა.

ბაიდენმა და პაპმა ფრანცისკემ კოვიდ-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, სიღარიბისა და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის შესახებ ისაუბრეს.

ჯილ და ჯო ბაიდენებს, სან-დამასოს ეზოში მონსინიორ ლეონარდო საპიენზა დახვდა, ადამიანი, ვინც პაპის სამყოფელს მართავს.

"კარგია უკან დაბრუნება", "მე ჯილის ქმარი ვარ", ეს ფრაზები ისმოდა, როდესაც ბაიდენი პაპის თანაშემწეებს ესალმებოდა. მათ ამერიკის პირველი წყვილი პაპის პირად ბიბლიოთეკაში შეიყვანეს, სადაც პაპსა და ბაიდენებს შორის შეხვედრა შედგა.

ვატიკანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაიდენისა და პაპის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა 75 წუთს გაგრძელდა, რაც უჩვეულოდ დიდი დროა ასეთი შევხედრებისთვის. მოგვიანებით, მათ პირველი ლედიც შეურთდათ.

ვატიკანის გავრცელებული ცნობის მიხედვით, ბაიდენმა პაპ ფრანცისკეს ნაქსოვი სამოსელი, ანუ ლიტურგიული შესამოსელი აჩუქა, რომელიც 1930 წელს იყო დამზადებული პაპის ცნობილი მკერავი გამარელის მიერ ამერიკაში, პაპის იეზუიტების ორდენის მიერ გამოიყენებოდა. შესამოსელი წმინდა სამების ეკლესიის არქივში, ვაშინგტონში ინახებოდა. ეს ის ეკლესიაა, რომლის მრევლიც ბაიდენების ოჯახია.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი პაპის სახელით ქველმოქმედებისთვის გადარიცხავენ თანახას.

საჩუქარი პრეზიდენტმა ბაიდენმაც მიიღო. პაპმა მას ერთ-ერთი პილიგრიმის ხატი და პაპის ძირითადი სწავლებების კოლექცია გადასცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG