ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: პუტინმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულებების გამო


პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ იმ ომის დანაშაულებებისთვის პასუხსაგებად, რომელიც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ჩაიდინა, საჭიროა მის წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდეს. ბაიდენმა, ასევე ამერიკის მხრიდან დამატებითი სანქციებიც დაანონსა.

"თქვენ ნახეთ რაც მოხდა ბუჩაში... ის [პუტინი] ომის დამნაშავეა",- თქვა ბაიდენმა.

იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი ბაიდენი ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარს გააკეთებდა, ვოლოდიმირ ზელენკი ბუჩაში ჩავიდა. მან კიევიდან 37 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში მომხდარს გენოციდი უწოდა და დასავლეთს უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ბაიდენი სანქციებს აანონსებს, თუმცა, ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარისთვის გენოციდის წოდებისგან თავი შეიკავა.

უკრაინის მთავარი პროკურორის თქმით, კიევთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან, ჯარისკაცებმა 410 სამოქალაქო პირის გვამი გაიტანეს. ვრცელდება ნაწამები, გაუპატიურებული, გაკოჭილი და შემდეგ მოკლული კაცების, ქალებისა და ბავშვების ფოტო-ვიდეო მასალაც.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მათ უნდა განაგრძონ ბრძოლა. ასევე, ერთად უნდა შევაგროვოთ დეტალები, რათა შევძლოთ ნამდვილი ომის დანაშაულებების შესახებ სასამართლოს მოწყობა",- თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG