ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა


თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტებმა იარაღის კონტროლის, ამერიკა-რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და ახალი სტარტის შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.

სატელეფონო საუბრის დროს საუბარი იყო ისეთ მწვავე თემებზეც, როგორიცაა კიბერ თავდასხმები ამერიკაზე და უკრაინაში ბოლო დროს გამწვავებული მდგომარეობა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათელი გახადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, რუსეთის ისეთ ქმედებებზე საპასუხოდ, როგორიცაა კიბერთავდასხმები და არჩევნებში ჩარევა, იმოქმედებს მკაცრად.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ხაგზასმით აღნიშნა ამერიკის ურყევი მხადაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი [ამერიკის] შეშფოთება რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტიურობისადმი ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG