ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი პრეზიდენტობაზე კენჭს არ იყრის


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი ბაიდენი თეთრ სახლში, 21 ოქტომბერი, 2015
ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი ბაიდენი თეთრ სახლში, 21 ოქტომბერი, 2015

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტზე კენჭს არ იყრის. ეს განცხადება ბაიდენმა თეთრ სახლში დღეს გააკეთა.

„ვფიქრობ, გამარჯვების მომტანი საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყებად დრო დაგვიმთავრდა,“ თქვა ბაიდენმა, რომელსაც განცხადების გაკეთებისას მეუღლე ჯილი და პრეზიდენტი ბარაკ ობამა ედგნენ გვერდში. „მე არ ვაპირებ ვიყო [პრეზიდენტობის] კანდიდატი, თუმცა მტკიცედ დავუჭერ მხარს ჩვენი პარტიის იდეალებს და იმას, თუ საით უნდა წავიდეთ, როგორც ერი.“

რამდენიმე კვირის წინ, ბაიდენმა განაცხადა, რომ არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ემოციურად მზად იყო. მაისში ბაიდენის ვაჟი ბო ბაიდენი ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG