ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაზვერვის სააგენტოს დირექტორობის კანდიდატი რუსეთისა და ჩინეთის საფრთხეებზე საუბრობს


ამერიკის პრეზიდენტის მიერ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მმართველის პოზიციაზე დასახელებულმა კანდიდატმა კანონმდებლებს უთხრა, რომ უდიდესი გეოპოლიტიკური გამოცდა ამერიკისთვის ჩინეთთან გამკლავებაა, თუმცა რუსეთი "ნაცნობ საფრთხედ" რჩება.

უილიამ ბერნსმა, რუსეთსა და იორდანიაში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ეს კომენტარები სენატის დაზვერვის კომიტეტის დასამტკიცებლად გამართული მოსმენისას გააკეთა.

ბერნსმა ჩინეთს შიშისმომგვრელი ავტორიტარი მეტოქე უწოდა, რომელიც ძლიერდება ინტელექტულაური საკუთრების მოპარვით, საკუთარი ხალხის შევიწროვებით, წვდომის გაფართოებითა და ამერიკის შიგნითვე გავლენის შექმნით. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ შესაძლოა არსებობდეს თანამშრომლობის სივრცეც პეკინთან ისეთ სფეროებში, როგორიც კლიმატის ცვლილება და ბირთვული განიარაღებაა.

რაც შეეხება რუსეთს, მან თქვა, რომ ქვეყანა პოტენციური საფრთხეა და ის კვლავ განაგრძობს დამაზიანებელ ქმედებებს მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში დაღმავალი ძალაა.

"სანამ ვლადიმირ პუტინი რუსეთის ლიდერია, ჩვენ ვიფუნქციონირებთ შესაძლებლობების საკმაოდ ვიწრო არეალში, ძალიან მკვეთრად კონკურენტულსა და მავნე მეტოქეობის მიმართულებით", - განაცხადა ბერნსმა.

64 წლის უილიამ ბერნსს სენატი სავარაუდოდ მალე დაამტკიცებს. ამ შემთხვევაში ის პირველი კარიერული დიპლომატი გახდება, ვინც დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს ჩაუდგება სათავეში. მას სენატში დამტკიცების პროცესი სამჯერ აქვს გავლილი - ორჯერ ელჩის პოზიციაზე, სამჯერ კი სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG