ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

50 წლის შემდეგ, ბაიდენმა შიმშილის პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია განაახლა


ამერიკის პრეზიდენტმა 2030 წლამდე შიმშილის დასრულების და არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული დაავადებების შემცირების გეგმა დასახა. ოთხშაბათს, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შიმშილთან და მალნუტრიციასთან დაკავშირებული პირველი კონფერენცია გახსნა, რომლის მსგავსიც ბოლო 50 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. პრობლემა გააღრმავა ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა.

კონფერენციაზე შეკრებილი ექსპერტები განიხილავდნენ იმას, თუ როგორ უნდა დაძლიოს შინ შიმშილის პრობლემა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, რომელიც ამავე დროს მსოფლიოსთვის სურსათის დახმარების მთავარი მიმწოდებელია. შიმშილი გლობალური ფენომენია, ამერიკა კი ამ პრობლემით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანაა. ბოლო ანგარიშებით, ის საკვებით ყველაზე უზრუნველყოფილ სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებს.

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ყოველი მე-10 ამერიკული ოჯახის წინაშე დგას. ამასთან, მათ შორის 9 მილიონი ბავშვია - აღნიშნა ბაიდენმა თავის მიმართვაში. როცა საკუთარი შვილის საჭმლით უზრუნველყოფა არ შეგიძლია, პრეზიდენტის თქმით, "ყველაფერი აზრს კარგავს".

ბაიდენმა მიმართვაში ისაუბრა ფედერალური მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზე და თქვა, რომ ამასთან ერთად, ვაშინგტონი საჯარო და კერძო სექტორს 8 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამ თანხაში გათვალისწინებულია სკოლებში მოსწავლეების საკვებით უფასოდ უზრუნველყოფა და სხვა სოციალური დახმარებები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG