ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის მთავარი გზავნილები უკრაინის რადაში


ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის რადას მიმართა ქვეყანაში ვიზიტის დასასრულს.

ის შეეცადა უკრაინელი კანონმდებლები დაერწმუნებინა, რომ შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიას. ამ განცხადებამ რადაში საყოველთაო ოვაციები დაიმსახურა. პარლამენტის წევრებს მან უთხრა, რომ ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ვიცე პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების დარღვევა და უკრაინის მთავრობას კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG