ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ამერიკელ დიპლომატებზე? - "შპიგელი" ჰავანის სინდრომზე საუბრობს


გამოცემა "შპიგელის" ინფორმაციით, გერმანიაში ამერიკელ დიპლომატებს შესაძლოა თავს დაესხნენ, რაზეც გამოძიებაა დაწყებული. საუბარია „ჰავანის სინდრომზე“ დაავადებაზე, რომლის ხელოვნურად გამოწვევაა შესაძლებელი.

გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულები ამერიკის საელჩოს თანამშრომლები არიან. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

კომენტარი არ კეთდება ბერლინში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. არსებული ინფორმაციით, გერმანელმა სამართალდამცავებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ ინფორმაცია ამერიკელმა კოლეგებმა მიაწოდეს.

„ჰავანის სინდრომის“ სახელწოდებაში სიმპტომების მთელი კრებულია გაერთიანებული, რომელიც მოიცავს შაკიკს, გულისრევას, თავბრუსხვევას და მეხსიერების დაქვეითებას. სამედიცინო ტერმინი ხმარებაში 2016 წელს შემოვიდა, როდესაც კუბის დედაქალაქ ჰავანაში მყოფმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა პირველად და ერთდროულად განაცხადეს ამგვარი სიმპტომების ქონის შესახებ.

დღეისთვის, დაახლოებით 200-ზე მეტი ამერიკელი დიპლომატი, მათი ოჯახის წევრი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს თანამშრომელია ამ სიმპტომებით აღრიცხული. ამერიკის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ მათ დიპლომატებზე თავდასხმა შესაძლოა რუსეთმა მოახდინა, თუმცა რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

გამოძიება საქმეზე გრძელდება და მასალების დიდი ნაწილი საიდუმლოდ რჩება, თუმცა კონგრესმა „ჰავანის სინდრომით“ დაზარალებულ ამერიკელ დიპლომატებს წელს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა, რომლითაც დაზარალებულები სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG