ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერეზოვსკის გარდაცვალების ვერსიას ბრიტანული პოლიცია აზუსტებს


ლიტვინენკო, პერეპილიჩნი, პატარკაციშვილი, ბორის ბერეზოვსკი - დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილი რუსეთიდან დევნილი ბიზნესმენები იყვნენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ბრიტანული პოლიცია რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც შაბათს ლონდონთან ახლოს გარდაიცვალა, ამბობს რომ შემთხვევა ჩამოხრჩობის ვერსიასთან ახლოს დგას. ამ ვერსიის თანახმად, გარდაცვალებას წინ დაპირისპირება არ უძღოდა. პოლიცია იტყობინება იმასაც, რომ აქ არ ჩანს მესამე პირის კვალი, რომელიც შეიძლება ჩარეული იყოს ამ საქმეში. ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალება უცხოეთში გადახვეწილი რუსი ბიზნესმენების გარდაცვალების შემთხვეების გაგრძელებაა.

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოყვანის საქმეში უდიდესი როლის შესრულების მერე ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში რუსეთის ლიდერთან დაპირისპირების შემდეგ 2000 წელს ჩავიდა. მომდევნო წლებში იგი კრემლს სასტიკად აკრიტიკებდა. ბერეზოვსკის ცხედარი შაბათს შუადღისას მისმა თანამშრომელმა სახლის აბაზანაში ჩაკეტილი კარის გახსნის შემდეგ იპოვნა. ბერეზოვსკი ლონდონთან ახლოს ასკოტში ცხოვრობდა.

გარდაცვლილის სხეულზე ამ ეტაპზე დამატებითი ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა, მათ შორის ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევა. პოლიცია ამბობს რომ ბერეზოვსკის სახლში გამოძიება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამ დროისთვის პოლიცია გარდაცვალების ისევ პირველად დასახელებულ ვერსიაზე საუბრობს - ბორის ბერეზოვსკიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი მეგობრები და ექსპერტები საუბრობენ ერთ დროს გამორჩეულ ადამიანზე, რომელიც ბოლო დროს დასუსტდა, დაკარგა დიდი ძალაუფლება და პრესტიჟი, რომელიც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა.

კრემლის ყოფილი მრჩეველი ალექსანდ ნეკრასოვი ამბობს რომ ბორის ბერეზოვსკი გაკოტრდა.
ნეკრასოვი აცხადებს რომ ბერეზოვსკი ძალიან დიდი სტრესის და დაძაბულობის ქვეშ იყო. მის ფინანსებში ბოლოს დიდი უწესრიგობა არსებობდა.

1997 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 3 მილიარდ დოლარამდე შეაფასა. ერთ დროს იგი რუსეთის სხვადასხვა აქტივებს აკონტროლებდა, მათ შორის ქვეყნის მთავარ სატელევიზიო არხს. თუმცა პუტინთან დაპირისიპირების შემდეგ ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში გაიქცა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მას თავისი სატელევიზიო აქტივები და სხვადასხვა ჰოლდინგები ჩამოერთვა. ცნობილია, რომ ბოლო წლებში მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მან 150 მილიონზე მეტი 2011 წელს განქორწინების შემდეგ დაკარგა. შემდეგ მას უნდა გადაეხადა 10 მილიონის ოდენობის სასამართლოს ხარჯები მისი ყოფილი პროტეჟის და შემდგომ მოწინააღმდეგის რომან აბრამოვიჩისთვის.

ნეკრასოვი ამბობს რომ მას წარმოუდგენლად დიდი ვალები ჰქონდა. მან არ იცოდა როგორ ეშოვნა თანხა რომ ვალები გაესტუმრებინა, და ალბათ ბრიტანეთის სამუდამოდ დატოვებასაც ფიქრობდა.
ბერეზოვსკის ზოგიერთი მეგობარი მაინც ფიქრობს, რომ იგი თავს არ მოიკლავდა. ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარია, და ასევე დევნილია რუსეთიდან, ამბობს რომ ვერასდროს დაიჯერებს რომ მისი მეგობარი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ბერეზოვსკი არ არის პირველი ადამიანი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც ბოლო წლებში ბრიტანეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ალექსანდრ პერეპილიჩნი რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ საგადასახადო აფიორისთვის და ფულის გათეთრებისთვის იყო ბრალდებული გასულ წელს მოულოდნელად სირბილის დროს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ფაქტი ისევ ამოუხსნელია. ბერეზოვსკის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი წარმოშობით ქართველი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ექსპერტიზის მიხედვით გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია, თუმცა ბერეზოვსკის ზოგიერთი მეგობარი თვლის, რომ ის უწესრიგო თამაშის მსხვერპლი იყო. ყველაზე ხმაურიანი მაინც ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალება იყო. იგი რადიაციული მოწამვლის გამო 2006 წელს გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც მის ჩაიში პოლონიუმ 201 ჩაამატეს. ლონდონში არსებული კვლევითი ჯგუფის "ჩეტემ ჰაუსის" წარმომადგენელი ჯეიმს ნიქსი ამბობს, რომ ბერეზოვსკის გარდაცვალებას საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება.

მისი თქმით, არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი კავშირი ბერეზოვსკის, პერეპილიჩნის, პატარკაციშვილის ან ლიტვინენკოს შემთხვევაში. მთავარი ის არის, რომ რამდენადაც ახლა არის ცნობილი- ბერეზოვსკის გარდაცვალება ითვლება ბუნებრივ სიკვდილად რადგან მან თავი მოიკლა.

ბრიტანულმა პოლიციამ კვირას ბორის ბერეზოვსკის სახლში ქიმიური და რადიაქტიური ექსპერტიზა ჩაატარა, თუმცა რადიაციის კვალი არ უპოვნია.
XS
SM
MD
LG