ბელგიის პროკურატურა აცხადებს, რომ გასულ თვეს ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობისთვის ბრალი კიდევ ორ ადამიანს წარუდგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორიზმში ბრალდებულები სმაილ ფ და იბრაჰიმ ფ არიან. პროკურატურის ცნობით ისინი იმ ბინის დაქირავებაში მონაწილეობდნენ, რომელსაც თავს ერთ-ერთი თავდამსხმელი აფარებდა.
ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს გაჩერებაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, პოლიციამ ამ საქმეზე 6 ადამიანი დააკავა, მათგან ერთი - მოჰამედ აბრინი პარიზის აფეთქებების ორგანიზებაშიც მონაწილეობდა.