ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული ძარცვა


მძარცველებმა 50 მილიონი დოლარის ბრილიანტებით მიმალვა მოახერხეს

ბელგიის პოლიციის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებული ძარცვიის შემდეგ ქურდებმა მიმალვა მოახერხეს და თან 50 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტები წაიღეს. მოხსენების თანახმად, შეიარაღებული და ნიღბიანი მამაკაცების ჯფუფმა ავტომობილით ბრიუსელის აეროპორტის ღობე გაარღვია და იმ ავტომანქანაზე განახორციელა თავდასხმა, საიდანაც თვითმფრინავში ძვირფასეულობას ტვირთავდნენ. ბრილიანტები შვეიცარიაში უნდა გადაეზიდთ. პოლიციის ცნობით მძარცველებმა ოპერაცია რამდენიმე წუთში ერთი გასროლის გარეშე ჩატარეს. თავდასხმის შემდეგ, პოლიციამ აეროპორტის მახლობლად დამწვარი ავტომობილი აღმოაჩინა. ანტვერპენში მოქმედი მსოფლიოს ბრილიანტების ცენტრის განცხადებით, ეს ისტორიაში ბრილიანტების ყველაზე მასშტაბური ძარცვაა.
XS
SM
MD
LG