ბელგიის მთავრობის ცნობით, პოლიციამ ბრიუსელში ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, დაკავებულები ახალი წლის ღამეს რამდენიმე ღირშესანისნავ ადგილას თავდასხმას გეგმავდნენ.
პროკურატურა კონკრეტულ სამიზნეებს არ ასახელებს. პოლიციამ ეჭვმიტანილები კვირას და ორშაბათს ორდღიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელსა და ლიჟეში დააკავა. თავდაპირველად სულ 6 პირი იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით 4 გაანთავისუფლეს.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულებს 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმებთან კავშირები არ ჰქონიათ.