ბელგიის პოლიციის განცხადებით, ბელგიელი მოქალაქე ნორდინ ამრანი, რომელმაც გუშინ ბელგიის ქალაქ ლიეჟში ყუმბარა ააფეთქა 33 წლისაა. იგი ლიეჟის მკვიდრია, საზოგადოებრივის წესრიგის დარღვევის გამო რამდენჯერმე ჰქონდა საქმე პოლიცისთან. არასდროს ყოფილა შემჩნეული ტერორისტულ საქმიანობაში და სამშაბათს განხორციელებულ ტერორისტულ აქტში მარტო მონაწილეობდა.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ნორდინ ამრანის 2008 წელს იარაღის ტარებისა და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით, ბელგიის სასამართლომ 58 თვე პატიმრობა მიუსაჯა.