ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში, ჯარისკაცის მიერ მოკლული დემონსტრანტი პოლიციის დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნეს


ბელარუსის მოქალაქე, რომელიც შეიარაღებულმა ოფიცერმა აგვისტოში, საპროტესტო აქციაზე მოკლა, ცოტა ხნის წინ სასამართლომ პოლიციის დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო.

ქალაქ ბრესტის რეგიონული სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი 25 თებერვალს გამოიტანა და დაამატა, რომ სასჯელი არ გამოაქვს ჰენადზ შუტაუსთვის, ვინაიდან ის გარდაცვლილია.

მან, ასევე, დამნაშავედ ცნო გარდაცვლილთან ერთად, ბრალდებული ალექსანდრ კარძუკო. სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცავის მკვლელობის მცდელობისთვის, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციის მოპოვება "რადიო თავისუფლებამ" მოახერხა.

კარძუკო თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო პროცესს ესწრებოდა გარდაცვლილის შვილი, ანასტასიაც. ორივემ განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ოფიცრები, რამან ჰაურლაუ (ჰენადზ შუტაუს მკვლელი) და არსენ ჰალიტსიანი, სასამართლოზე მოსარჩელის სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი.

საპროტესტო აქციები ბელარუსში გასული წლის აგვისტოში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ არჩვენებში, ხმების 80%, კვლავ, ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო და ქვეყნის მმართველად რჩებოდა, ბელარუსის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო ტალღა ქვეყანაში თვეებია არ წყდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG