ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის არჩევნების კრიტიკა გრძელდება


დამკვირვებელთა განცხადებით, ბელარუსის საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა

საერთაშორისო დამკვირვებლები ბელარუსში კვირის არჩევნებს აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, არჩევნები თავიდანვე არაკონკურენტუნარიანი იყო.

ორშაბათს, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თავისუფალი არჩევნები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი აზრი გამოთქვან. დამკვირვებელთა განცხადებით, ბელარუსის საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობის უფლებები მაქსიმალურად შეზღუდული იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, თუ ბელარუსს ამერიკასთან ურთიერთობების გამუჯობესება სურს, მთავრობამ ადამიანის და პატიმრების უფლებები უნდა დაიცვას და დემოკრატული არჩევნების ჩატარებისკენ ნაბიჯები გადადგას.
XS
SM
MD
LG