ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი ამბობს, რომ რუსულ "ისკანდერ" რაკეტებს ახლა უკვე დამოუკიდებლად მართავს


ოთხშაბათს ბელარუსმა განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები რუსეთში და ბელარუსში გავლილი წვრთნების შემდეგ, „ისკანდერ“ მობილურ ფრთოსან სარაკეტო სისტემებს ახლა დამოუკიდებლად აკონტროლებს. ამ რაკეტების ბირთვული ქობინებით აღჭურვა შესაძლებელია.

მინსკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტების მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრამდეა. ბელარუსის სარაკეტო და საარტილერიო ძალების მეთაურმა სამხედრო ტელევიზიას უთხრა, რომ ამ დრომდე, ბელარუსს 300 კილომეტრზე მეტი რადიუსის მოქმედების დამრტყმელი იარაღი არ გააჩნდა.

სამხედრო ტელევიზიის „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ კომენტარებში, რუსლან ჩეხოვმა „ისკანდერი“ მისი „გამოყენების სიმარტივის, საიმედოობის, მანევრულობის და საცეცხლე სიმძლავრისთვის“ შეაქო.

„ისკანდერ-მ“ სისტემამ, რომელსაც ნატო “SS-26 Stone”-ს უწოდებს, საბჭოთა „სკადი“ ჩაანაცვლა. მისი მოქმედების რადიუსი საკმარისია, რომ ბელარუსის მეზობლების, უკრაინის და ნატოს წევრ პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეს მიაღწიოს.

XS
SM
MD
LG