ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინსკს და მოსკოვს ურთიერთობას აფხაზეთი უფუჭებს?


კრემლი ლუკაშენკოს "უნამუსობაში" ადანაშაულებს.

რუსი პოლიტიკოსები ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს მკარცი განცხადებებით აკრიტიკებენ, რაც ორ ქვეყანას შორის ამ ბოლო დროს არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევის საგარეო პოლიკიტის მრჩეველმა განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს ჩანაწერები, რომლის თანახმადაც ცხადია, რომ ლუკაშენკო რუსეთთან მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებს.

მოგვიანებით რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს კრემლში "უნამუსოდ" ახასიათებენ იმის გამო, რომ ის რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას დაპირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გარიგების შესრულებაზე უარი განაცხადა.

ლუკაშენკო უარყოფს იმას, რომ ის მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას დაპირდა. მისივე თქმით, მოსკოვს მინსკის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეეცვალა აგრესიულად, რაც ლუკაშენკომ დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორბაზე ზრუნვა დაიწყო.

XS
SM
MD
LG